იაპონური „ვისელ კობეს“ ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას „ბარსელონას“ მწვრთნელობა სურს. ლეგენდარულმა ესპანელმა Mundo Deportivo-სთან საუბარში განაცხადა, რომ მწვრთნელობაზე ფიქრობს და ლოგიკურია, რომ „ბლაუგრანას“ გაწვრთნაზე ოცნებობს.
„ბარსელონას“ მწვრთნელობა? - არ შემიძლია იმის თქმა, რომ არ მომწონს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ უკვე ამაზე ვფიქრობ. დროთა განმავლობაში ვფიქრობ მწვრთნელობაზე და მათ შორის, „ბარსელონას“ გაწვრთნაზეც. თუმცა, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.
ჩემპიონთა ლიგა? - მართალია ბოლო წლებში ახლოს არ ვყოფილვართ ტიტულთან, რაღაც უფრო მეტად უნდა გაგვეკეთებინა. გუნდის შემადგენლობა ისეთია, რომელსაც ყველა ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.
მესი? - შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოინდომებს. იცის, როგორ გაიტანოს გოლები, როგორ გააკეთოს საგოლე პასები. მნიშვნელოვანია, რომ თამაშბდე ისე, როგორც მას სურს“, - აღნიშნა ინიესტამ.