საქართველოს ჩემპიონ „საბურთალოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნოდარ იაშვილი კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იაშვილმა კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლის იაშვილი მარჯვენა მცველია და კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ დაიწყო, ხოლო 2014 წლიდან „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა.
გასულ სეზონში ამ გუნდის რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.