ფეხბურთი

20:22 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რა მიზეზით დაითხოვეს მოურინიო "მანჩესტერიდან"?

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჟოზე მოურინიო წარუმატებელი შედეგების გამო არ დაუთხოვიათ. Mirror-ის ცნობით, ამის მიზეზი ფეხბურთელებთან მუდმივი უთანხმოება გახდა.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, თუ მოურინიო პოსტზე დარჩებოდა, იანვარში მინუმუმ ოთხი ფეხბურთელი გუნდიდან წავიდოდა. სწორედ ამიტომ ედ ვუდვორდმა მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ერიკ ბაი, ლუკ შოუ, ენტონი მარსიალი და ფრედი - ეს ფეხბურთელები აპირებდნენ იანვარში „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას. აღსანიშნავია, რომ ფრედის სანაცვლოდ „მანჩესტერმა“ ზაფხულში 60 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ მოურინიო არ ენდობოდა და სეზონის პირველი ნახევარი თითქმის მთლიანად სათადარიგო სკამზე გაატარებინა. გარდა ამისა, კონფლიქტი ჰქონდა პოლ პოგბასთან და მისი წასვლაც არ იყო გამორიცხული.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „მანჩესტერიდან“ რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს, ხოლო მისი ადგილი ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაიკავა, რომელიც „წითელ ეშაკებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.

0.117833