ფეხბურთი

16:55 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

ბელგიის იუპილერ ლიგის მეოცე ტურში დღეს „გენტი“ „სერკლ ბრიუგეს“ უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას მიიღებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც სამი დღის წინ, ბელგიის თასზე „სენტ ტრუიდენთან“ მცირე ტრავმა მიიღო.

თუმცა, ჩვენებურის დაზიანება სერიოზული არაა და დღევანდელი მატჩის განაცხადშია.

სამაგიეროდ, იეს თორუპის 22 რჩეულ ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა გიორგი ქვილითაია, რომლის დაბრუნება მომდევნო ტურში "გენკთანაა" მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში „სერკლ ბრიუგეს“ კარში გოლის გატანა ქვილითაიამ მოახერხა კიდეც. გიორგის საოცარი სტატისტიკა აქვს „გენტში“ – 2 მატჩი, 8 წუთი და 2 გოლი.

0.11181