ფეხბურთი

14:53 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ, შესაძლოა, „ბაიერნი“ გაწვრთნას

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ორიოდ დღის წინათ დათხოვნილმა ჟოზე მოურინიუმ, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნი“ ჩაიბაროს. გვამცნობს ესპანური Don Balon. გამოცემის თანახმად, ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობა, ახლანდელი დამრიგებლის, ნიკო კოვაჩის მუშაობით უკმაყოფილოა და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს დაემშვიდობება.

„ბაიერნში“ საზაფხულოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ერთი რომ, ვეტერანები, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი მიდიან. მეორეც, დიდი ალბათობით გუნდს ტომას მიულერი, ხავი მარტინესი, ჯერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსიც დატოვებენ. ახალი გუნდის აწყობას კი პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალებენო.

სხვათა შორის, „დიდი ხუთეულის“ ჩემპიონატებიდან, „განსაკუთრებულს“ გერმანიაში და საფრანგეთში ჯერ არ უმუშავია.

0.131115