ფეხბურთი

2:42 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერი: "მინდა, რომ გულშემატკივრები ჩვენით ამაყობდნენ"

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის ბოლომდე ოლე გუნარ სოლსკიაერი გაწვრთნის. კლუბის ლეგენდა, რომელმაც „ოლდ ტრაფორდზე“ 1996-2007 წლებში არაერთი დასამახსოვრებელი წუთი გაატარა.

სოლსკიაერი სერ ალექს ფერგიუსონის ჯოკერი იყო, რომელსაც არაერთხელ გადაუწყვეტია მატჩების ბედი. მათ შორის, 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც შედის, რომელიც „იუნაიტედმა“ „ბაიერნის“ წინააღმდეგ მოიგო.

ნორვეგიელი სპეციალისტის „ოლდ ტრაფორდზე“ 11-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნებით ბედნიერია:

„სახლში დაბრუნება ფანტასტიკურია. რამდენიმე გიჟური დღე იყო, მაგრამ უბრალოდ შესანიშნავია ყველას კიდევ ერთხელ ნახვა. განსაკუთრებული 6 თვე იქნება და ვეცდები ეს მაქსიმალურად გამოვიყენო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემს გულშია და შესანიშნავია მწვრთნელის რანგში დაბრუნება. ერთი სული მაქვს ამ გუნდთან ერთად მუშაობა დავიწყო.

„ოლდ ტრაფორდზე“ თავს კომოფრტულად ვგრძნობთ, ხოლო ფეხბურთელები გრძნობენ, რომ სახლში არიან. მინდა, რომ ვიამაყო ამ გუნდის თამაშებით და გულშემატკივრები კი გუნდით ამაყობდნენ. ერთი სული მაქვს, რომ ეს ვნახო“, - განაცხადა ნორვეგიელმა კლუბის ვებგვერდთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟოზე მოურინიო შეცვალა და „წითელი ეშმაკები“ სეზონს მისი ხელმძღვანელობით დაასრულებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115009