კალათბურთი

21:53 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: “ბუდუჩნოსტში” ტრანსფერი ჩემთვის კარგი შანსია”
ქართველი ცენტრი ახალ კლუბშიც 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

პოდგორიცას “ბუდუჩნოსტმა” გოგა ბითაძის ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი ცენტრი ახალ კლუბშიც 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბითაძის მონტენეგროული ტრანსფერის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გოგა ევროლიგის ბინადარ კლუბში სერბული “მეგა ბემაქსიდან” გადაბარგდა და იქ სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით გაირჯება.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ “ბუდუჩნოსტში” ვითამაშებ, კლუბში, რომელიც ევროლიგაში ასპარეზობს. ეს ჩემთვის კარგი შანსია. მინდა, ახალ კლუბს უკეთ გარჯასა და გამარჯვებებში დავეხმარო. ვიცი, რომ “ბუდუჩნოსტს” დიდებული ფანები ჰყავს, რომლებიც საშინაო მატჩებზე წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა ბითაძემ.

0.130089