ფეხბურთი

0:32 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მურილო "ბარსელონას" ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ კოლუმბიელი მცველი ჯეისონ მურილო გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბლაუგრანას“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

მურილომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კატალონელებს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით შეუერთდა. ზაფხულში კი მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

„ბარსელონამ“ ცენტრალური მცველის დამატება სამუელ უმტიტისა და ტომას ვერმაელენს ხშირი ტრავმიანობის ფონზე გადაწყვიტა.

26 წლის კოლუმბიელმა „ვალენსიას“ ღირსება მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრაში დაიცვა.

0.114619