ფეხბურთი

17:05 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მურილო "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

კატალონიის „ბარსელონა“ კოლუმბიელ მცველ ჯეისონ მურილოს გაიფორმებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, „ვალენსიასა“ და კატალონურ გუნდს შორის შეთანხმება უკვე შედგა და 26 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უკვე დღეს გაივლის.

„ბარსელონა“ მურილოს „ღამურებისგან“ 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულებით გადაიბირებს.

ჯეისონ მურილოს „ვალენსიამდე“ მილანის „ინტერის“ ღირსება დაუცავს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მესტალიელთა რიგებში მხოლოდ და მხოლოდ, 3 მატჩი ჩაატარა.

0.129221