ფეხბურთი

16:37 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ორი ახალწვეული

საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „დინამო ბათუმი“ გაძლიერებას განაგრძობს. როგორც აჭარული გუნდის ფეისბუგვერდი იტყობინება, რატი ცაცკრიალაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი ამიერიდან „დინამოს“ ღირსებას დაიცავენ.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორივე ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია, ხოლო კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.

აქვე გეტყვით, რომ გაფრინდაშვილიცა და ცაცკრიალაშვილიც გასულ სეზონში „გაგრას“ ღირსებას იცავდნენ. ეს უკანასკნელი ერვოვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც იყო.

0.062715