დღეს, არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ შარჟაში დასრულდება რიგით მე-9 საერთაშორისო ტურნირი, სადაც საქართველოს ღირსებას სოფიკო ხუხაშვილი (2238) იცავს და მას საპრიზო ადგილზე გასვლის კარგი შანსი აქვს.
ბოლოსწინა მე-8 ტურში ხუხაშვილმა თეთრი ფიგურებით ვიეტნამელი ჰუნგ ნგუიენი (2280) დაამარცხა და 6.5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეოთხეა.
დასკვნით ტურში სოფიკო შავებით ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ – რუმინელ ირინა ბულმაგას (2391) ეთამაშება, რომლის აქტივშიც 7.0 ქულაა.