კალათბურთი

15:11 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “დეტროიტმა” მინეაპოლისში იმარჯვა

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” მინეაპოლისში ადგილობრივ “მინესოტა ტიმბერვულვზთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და მეტოქეს ოვერტაიმში 129:123 სძლია.

საინტერესოა, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ დეტროიტელები მასპინძლებს 14 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა, მცირე გმირობა ჩაიდინეს და თამაშის დამატებით ხუთწუთეულში გადაყვანა მოახერხეს, სადაც 11:5 იმარჯვეს.
ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 5 წუთი გაატარა, რა დროში 2 საჯარიმო ააცილა, აქტივში 1 მოხსნა ჰქონდა, პასივში კი – 1 პერსონალური ფოლი. სათქმელია ისიც, რომ ზაზას მოედნზე ყოფნის პერიოდში, “პისტონსმა” მეტოქეზე 6 ქულით მეტი ჩააგდო.
დეტროიტელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბლეიკ გრიფინმა (34 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი), რეჯი ბალოკმა (33 ქულა), რეჯი ჯეკსონმა (24 ქულა, 6 პასი) და ანდრე დრამონდმა (16 ქულა, 16 მოხსნა), მინესოტელთა რიგებში კი საუკეთესო დერიკ როუზი იყო 33 ქულით.
აღსანიშნავია, რომ ოვერტაიმის ბოლო წამებზე გრიფინს “ტიმბერვულვზის” ერთ-ერთ ქომაგთან შელაპარაკება მოუვიდა, ის სიტუაციას ფაჩულიამ განარიდა, აღნიშნული ქომაგი კი დარბაზიდან პოლიციამ მიაბრძანა.
“პისტონსმა” 15 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს, ისევ სტუმრად, უახლოეს მდევარ “შარლოტ ჰორნეთსთან” ჩაატარებს.

0.108242