ლონდონის „ჩელსის“ დანიელი მცველი, ანდრეას კრისტენსენი, გუნდში, მინიმუმ წლევანდელი სეზონის დასრულებამდე დარჩება.
Daily Mail-ის ცნობით, „ლურჯები“ არ აპირებენ დანიელის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სხვა გუნდში გაშვებას. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევენ და აქეთ „ბარსელონაც“ არ ისვენებს, კრისტენსენის გადაბირება სურს ნახევარწლიანი იჯარით. კატალონიელები მას მუხლმტკივანი სამუელ იუმტიტის შემცვლელად მოიაზრებენ.
წლევანდელ სეზონში, კრისტენსენმა პრემიერლიგაში მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა და ყვითელი ბარათით „გამოირჩა.“