„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ნორვეგიელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი, უკვე ჩაფრინდა მანჩესტერში და პირველ ვარჯიშს დღეს, 20 დეკემბერს ჩაატარებს. სამწვრთნელო შტაბში მასთან ერთად, მაიკლ ფელანი, მაიკლ კერიკი და კირან მაკკეინა იმუშავებენ. - გვამცნობს Mirror.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ზამთრის ტრანსფერებისთვის მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა სოლსკიაერს 64 მილიონ ევროს (50 მილიონი გირვანქა) გამოუყოფს. წყაროს ცნობით, მთავარ პრობლემად სათანადო ცენტრალური მცველისა და მარჯვენა ნახევარმცველის არყოლა გამხდარა. ამიტომ, მთავარი სამიზნეები „ტოტენჰემის“ ტობი ალდერვეირელდი და „იუვენტუსის“ დუგლას კოშტა ყოფილან.
შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერი „მანჩესტერში“ 1996-2007 წლებში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ექვსჯერ მოიგო პრემიერლიგა, ორ-ორჯერ ინგლისის თასი და სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი.