არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ერნან კრესპო „ბანფილდის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას „მწვანეების“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
კრესკო ახალ გუნდში მუშაობას 2019 წლის 3 იანვრიდან შეუდგება. არგენტინელმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა და 2015 წელს იტალიურ „მოდენა“ ჩაიაბარა, თუმცა წარუმატებელი შედეგების გამო პოსტის დატოვება 2016 წლის მარტში მოუწია.
„ბანფილდს“ რაც შეეხება, არგენტინის ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ 21 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.