ფეხბურთი

1:12 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინული მედია: პერესმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრამდე უეფაზე ზეწოლა მოახდინა (+VIDEO)

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უეფაზე ზეწოლა მოახდინა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრასთან დაკავშირებით. სკანდალურ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალის წილისყრამდე 5 დღით ადრე, 12 დეკემბერს, ESPN-ის არგენტინული ტელეარხის ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში გაითამაშეს სცენარი, რომლის მიხედვითაც პერესი უეფას წარმომადგენელს ურეკავს და ეუბნება, რომ „რეალს“ მერვედფინალში ამსტერდამის „აიაქსი“ შეახვედრონ.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია და მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ფაქტია, რომ „რეალს“ წილისყრისას შედეგად მეტოქედ სწორედ ჰოლანდიური გუნდი ერგო.

0.133298