ჩოგბურთი

0:23 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე მეოთხედფინალშია

20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ინდურ ნავი მუმბაიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-2 წრეც იოლად დასძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მარიამმა პირველ რაუნდში მე-6 ნომრად განთესილი უკრაინელი ვალერია სტრახოვა 6:2, 6:2 დაამარცხა, მერვედფინალში კი უზბეკ ნიგინა აბდურაიმოვას 6:1, 6:1 სძლია.
მეოთხედფინალში ბოლქვაძის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ფრანგი ჟული ჟერვაისი იქნება, რომელმაც გზიდან თურქი ბერფუ ჩენგიზი და სლოვაკი ტერეზა მიჰალიკოვა ჩამოიცილა.

0.119196