მადრიდის „რეალის“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია. „სამეფო კლუბმა“ ნახევარფინალში იაპონური „კაშიმა ანტლერსი“ 3:1 დაამარცხა. მადრიდელთა შორის გამორჩეული იყო გარეთ ბეილი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
სხვათა შორის, უელსელი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა. მანამდე იგივე ლუის სუარესსა და კრიშტიანუ რონალდუს გაეკეთებინათ.
აზიელებმა ბეილის სამ გოლს დოის გვიანი გოლით უპასუხეს და პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. ამრიგად, ფინალში, რომელიც 22 დეკემბერს, „რეალი“ ალ აინს“ შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში სენსაცია მოახდინა და „რივერ პლეიტი“ დაამარცხა.
იმავე დღეს, მესამე ადგილისთვის „რივერი“ „კაშიმა ანტლერსს“ დაუპირისპირდება.
„კაშიმა ანტლერსი“ – „რეალი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ბეილი (44), 0:2 ბეილი (53), 0:3 ბეილი (55), 1:3 დოი (78)