ფეხბურთი

22:13 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" ისკო არ სჭირდება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო ალარკონი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ სიტიში“ არ გადავა. როგორც ინგლისური მედია წერს, „ქალაქელთა“ ხელმძღვანელობმა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.

თუმცა, მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს ისკოს დამატება, რადგან მის პოზიციაზე გუნდს უკვე ჰყავს დავიდ სილვა, ფილ ფოდენი, ილქაი გუნდოგანი და კევინ დე ბრუინი.

ამასთან, ისკოს შეძენით პირადადაა დაინტერესებული ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. ისკოს, რომელსაც „რეალთან“ ურთიერთობა გაუფუჭდა და სანტიაგო სოლარიც არ სყალობს, კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ისკომ 11 მატჩში ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

0.11925