ფეხბურთი

20:05 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მოურინიოს მხარეს ვარ!"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჟოზე მოურინიოს გათავისფულებას გამოეხმაურა. ესპანელმა სპეციალისტმა მოურინიოს მხარი დაუჭირა.

„მე მოურინიოს მხარეს ვარ. ჩვენ, მწვრთნელები ყოველთვის მარტო ვართ. ჟოზე ძლიერია და მალე დაბრუნდება“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა და მოურინიო წლების განმავლობაში უშუალო კონკურენტები იყვნენ ჯერ ესპანეთში, მერე კი ინგლისში. პორტუგალიელი სპეციალისტი „იუნაიტედიდან“ გუშინ დაითხოვეს და ამ ეტაპზე უმუშევარია.

0.119289