კალათბურთი

14:43 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძეს დრაფტის პირველ რაუნდში აირჩევენ?
Nbadraft.net-ის მიერ განახლებულ რეიტინგში გოგა უკვე 24-ე ადგილზე იმყოფება

19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე საკალათბურთო სამყაროში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ბითაძე სერბული “მეგა ბემაქსის” რიგებში ჩინებულად გამოიყურება, რაც NBA-ს მომავალ დრაფტზე მის შანსებს ყოველდღიურად ზრდის.

Nbadraft.net-ის მიერ განახლებულ რეიტინგში გოგამ სერიოზული წინსვლა განიცადა და უკვე 24-ე ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დრაფტის პირველ რაუნდში არჩევას უწინასწარმეტყველებენ.
ქართველ ლეგიონერს ევროპელთა შორის მეორე განთესვა (ფრანგ ფორვარდ სეკუ დუმბუიას შემდეგ) აქვს და ამ დროისთვის, მის მომავალ კლუბად “ფილადელფია სიქსერსი” მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ლიგის მიმდინარე სეზონში ბითაძეს 11 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა, 1.2 პასი, 2.5 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 24.6
“მეგა ბემაქსს” 7 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს, შინ, “იგოკეას” (ბოსნია-ჰერცეგოვინა) წინააღმდეგ ჩააატარებს.

0.132376