ფეხბურთი

13:12 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს შეხვდა და ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით, თავის მოლოდინებზე ესაუბრა. თან მთავარი ფავორიტის ვინაობაც დაასახელა.

„სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ორ გუნდთან არ მინდოდა შეხვედრა. ერთი „ბორუსიაა.“ თუ მოგვიანებით შევხვდებით, ორივე გუნდისთვის კარგი იქნება.

მეორე „იუვენტუსია.“ ჩემთვის ისინი მიმდინარე ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან. მათ ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ და თუ მოთამაშეების ასაკსაც გავითვალისწინებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ბოლო შანსია, ვთქვათ მათი მცველებისთვის. „იუვენტუსის“ დამარცხება ძალიან რთული იქნება.

სხვა გუნდებთან პრობლემა არ მქონია. „ბაიერნი“ შეგვხვდა და ვფიქრობ, ეს კარგი წილისყრა იყო გულშემატკივრებისთვის. ჩვენ მათ შარშან შევხვდით წინასასეზონო ტურნირის დროს. მაშინ ბევრი ჩვენი ქომაგი არ ყოფილა სტადიონზე. ახლა კი ვურჩევ, გაემგზავრონ მიუნხენში. იქ ძალიან კარგია.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Football Italia.

0.109484