ფეხბურთი

11:29 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პარიზელთაგან განკიცხული რაბიო

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რის გამოც ის მთავარი გუნდიდან მოკვეთეს. რაბიოს პსჟ-სთან ხელშეკრულება მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს.

„ორლეანთან“ ლიგის თასის მატჩის დროს (პარიზელებმა 2:1 გაიმარჯვეს) გუნდის ქომაგებმა ტრიბუნაზე დიდი ბანერი გამოკიდეს, რომელზედაც ეწერა: „რაბიო, ჩვენ აღარ გვჭირდები.“

„რაბიოს აღარ უნდა კლუბში დარჩენა, ამიტომ მესმის კლუბის გადაწყვეტილებისა და გულშემატკივრების აღშფოთებისა.“ - უთხრა Le Figaro-ს პარიზელთა დამრიგებელმა, ტომას ტუხელმა.

აი, კაპიტანმა, ტიაგუ სილვამ კი თანაგუნდელი დაიცვა:“ ძნელია, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ. საწეყნია, ის ძალიან კარგი მეგობარი და შესანიშნავი ფეხბურთელია. მაგრამ რა გაეწყობა. როგორც კაპიტანი, მას ყოველთვის გვერდში დავუდგები.“ - განუცხადა ტიაგუმ AFP-ს.

0.144463