ჭადრაკი

21:15 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხუხაშვილი არაბულ ტურნირზე ირჯება

ქართველი მოჭადრაკე სოფიკო ხუხაშვილი (2338) არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ შარჯაში იმყოფება, სადაც ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი უკვე მეცხრედ ტარდება.

შეჯიბრზე უკვე 6 ტური მიილია და ხუხაშვილის აქტივში 5.0 ქულაა. სოფიკომ შაჰად ესსა (არაბეთის გაერთიანებული ემირატები, 1080), გაიდა ალატარი (იორდანია, 1944), ალსერკალ რუდა ესსა (არაბეთის გაერთიანებული ემირატები, 1525), ალექსანდრა ალიევა (რუსეთი, 2102) და ლილია დრლევიჩი (სერბეთი, 2208) დაამარცხა, ბაჰარ ჰალაევასთან (თურქმენეთი, 2133) კი წააგო.
ამ დროისთვის, ხუხაშვილი მესამე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-4 პოზიციაზეა. 5.5-5.5 ქულით სერბი ადელა ველიკიჩი (2298) და რუმინელი ირინა ბულმაგა (2391) ლიდერობენ.
შარჯას ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, მე-7 ტურში კი ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ინდოელ ბჰაკტი კულკამის (2283) ეთამაშება.

0.126173