ჩოგბურთი

19:10 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ ნავი მუმბაიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირში ჩაერთო და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ბოლქვაძე საწყის რაუნდში მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას გაეჯიბრა და დამაჯერებლად – 6:2, 6:2 სძლია. საინტერესოა, რომ მარიამმა სტრახოვას გასულ კვირას პუნეს ტურნირზეც აჯობა, ოღონდ, სამ სეტში.
ცნობილია, რომ მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე უზბეკი ნიგინა აბდურაიმოვა იქნება.
საინტერესოა, რომ ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში მისთვის სარეკორდო 340-ე ადგილზე იმყოფება.

0.129606