კალათბურთი

14:12 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ფაჩულიას გარეშე

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსი” ქართველი კალათბურთელის ყოფილ კლუბ “მილუოკი ბაქსს” დაუხვდა და 104:107 დამარცხდა, ჩვენებური კი სათადარიგო იყო, თუმცა, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

დეტროიტელთა მხრიდან ბლეიკ გრიფინმა სამმაგი დუბლი (19 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი) შეასრულა, ანდრე დრამონდი დაბლ-დაბლს (10 ქულა, 14 მოხსნა) გამორჩა, რეჯი ბალოკმა 24 ქულა ჩააგდო, სტენლი ჯონსონმა კი – 20.

“ბაქსის” ლიდერობა ტრადიციულად იკისრა ბერძენმა ლეგიონერმა იანის ანტეტოკოუნმპომ, რომლის მონაგარიც 32 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი იყო, კრის მიდლტონმა კი სტუმრებს 22 ქულა და 6 პასი შეაშველა.

“პისტონსი” 14-14 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს “მინესოტა ტიმბერვულვზთან” ჩაატარებს.

0.115569