ფეხბურთი

12:53 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლას ბურდისო „ბოკა ხუნიორსის“ ახალი სპორტული დირექტორია

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ნიკოლას ბურდისომ, „ბოკა ხუნიორსის“ სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის. ევროპული გამოცდილების შემდეგ, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ფეხბურთში მუშაობას გავაგრძელებდი. მიხარია, რომ კლუბში ახალი ფუნქციით დავბრუბდი.“ - განაცხადა ბურდისომ.

ბურდისო „ბოკა ხუნიორსის“ აღზრდილია და ამ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა. 2004 წელს ის მილანის „ინტერში“ გადავიდა. 2009-14 წლებში კი „რომას“ ღირსებას იცავდა. მისი ბოლო სათამაშო კლუბები „ჯენოა“ და „ტორინო“ გახლდათ.

2003-11 წლებში მას არგენტინის ნაკრებშიც იძახებდნენ, რომელშიც 49 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.115