ფეხბურთი

10:56 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰალილჰოჯიჩი: „პსჟ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია“

ფრანგული „ნანტის“ ბოსნიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი აზრით, დღეისათვის „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.

„ლივერპულთან“ და „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ პსჟ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, - უთხრა ჰალილჰოჯიჩმა AFP-ს, - დღეს ვერ ვხედავ სხვა გუნდს, პარიზელების დონეზე თამაში რომ შეეძლოს. მათ შესანიშნავი გუნდურობა გამოამჟღავნეს. შეტევაში კი არავის ჰყავს ორი ასეთი მონსტრი - ნეიმარი და მბაპე. „ბაერსელონას“ ჰყავს მესი და მორჩა. სხვებს კი, ისეთები, მარტოს რომ შეეძლოს მატჩის ბედის გადაწყვეტა, არ ჰყავთ.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტად მიმაჩნია.“

ჰალილჰოჯიჩი, ჩვენში, შუა ხნის გულშემატკივარს, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ემახსოვრება. ესპანეთის მუნდილაზე ის იუგოსლავიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.

0.129237