ფეხბურთი

20:35 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

1/8 ფინალური წყვილები - ფაქტები და სტატისტიკა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების შესახებ გთავაზობთ ფაქტებსა და სტატისტიკას.

„შალკე“ (გერმანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

ლეროი სანე „შალკეს“ აკადემიის აღზრდილია.“ხუმარების“ რიგებში გერმანელმა 47 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

პეპ გვარდიოლას არასდროს წაუგია „შალკეს“ წინააღმდეგ. მისი „ბაიერნი“ გელზენკირხენელებს 6-ჯერ დაუპირისპირდა, 4 თამაში მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა (17:4 ბურთების ბალანსი).

„სიტის“ გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო 7 მატჩია არ წაუგია (6 მოგება, 1 ფრე). მიმდინარე სეზონში ქალაქელებმა „ჰოფენჰაიმი“ ორჯერ დაამარცხეს (2:1, 2:1).

ილქაი გუნდოგანს რურის დერბიში „შალკეს“ წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, სამჯერ მოიგო, ერთხელ ფრეს გამორჩა და ერთხელ დამარცხდა.

„ატლეტიკო“ (ესპანეთი) – „იუვენტუსი“ (იტალია)

ეს გუნდები 2014-2015 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. ესპანეთში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო ტურინში გოლი არ გასულა.

კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ 6-ჯერ უთამაშია (4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება(. 2017 წელს კი, ჰეთ-თრიქიც შეასრულა. მთლიანობაში „როხიბლანკოს“ კარში 31 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.

„ატლეტიკოს“ იტალიური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 9 თამაში არ წაუგია (7 მოგება, 2 ფრე).

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩ „ატლეტიკოში“ 2014-2015 წლების სეზონში თამაშობდა და 28 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

„მანჩესტერი“ (ინგლისი) - პსჟ (საფრანგეთი)

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

პოგბა დაიბადა და გაიზარდა პარიზში.

პსჟ-ს ინგლისში ერთადერთხელ აქვს მოგებული (4 ფრე, 5 წაგება). მიმდინარე სეზონში კი „ლივერპულთან“ 2:3 დამარცხდა.

2015 წელს, ანხელ დი მარია პსჟ-ში „მანჩესტერიდან“ გადავიდა.

„მანჩესტერს“ ფრანგულ გუნდებთან 26-ჯერ უთამაშია და მხოლოდ ორჯერ დამარცხებულა (14 მოგება, 10 ფრე). პსჟ-ს კი 19 თამაში აქვს ჩატარებული პრემიერლიგის გუნდების წინააღმდეგ და მხოლოდ 5-ჯერ მოიგო. მათ შორის, „ლივერპულთან“ მიმდინარე სეზონში (2:1).

„ტოტენჰემი“ (ინგლისი) – „დორტმუნდი“ (გერმანია)

ჰარი კეინმა „დორტმუნდს“ ორ მატჩში სამი გოლი გაუტანა.

„ტოტენჰემმა“ 2017-2018 წლების სეზონის სეზონში ჯგუფურ ეტაპზე შინ 3:1, ხოლო სტუმრად 2:1 დაამარცხა „დორტმუნდი“. თუმცა, 2015-2016 წლების სეზონში, ევროპა ლიგის მერვედფინალში გერმანელებმა იმარჯვეს (3:0, 2:1).

„ლიონი“ (საფრანგეთი) – „ბარსელონა“ (ესპანეთი)

ბოლოს ეს გუნდები 2008-2009 წლების სეზონში შეხვდნენ და „ბარსელონამ“ ის სეზონი ტრიუმფით დაასრულა. მერვედფინალში კატალონელებმა ორი მატჩის ჯამში 6:3 მოიგეს (1:1, 5:2). ჯამში კი, 6 მატჩიდან „ბარსამ“ 4 მოიგო, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. შესაბამისად,“ლიონს“ არასდროს დაუმარცხებია „ბარსელონა“.

სამუელ უმტიტი 2016 წელს „ბარსელონაში“ „ლიონიდან“ გადავიდა.

ეს იქნება „ბარსელონას“ პირველი დაპირისპირება ფრანგულ გუნდთან მას შემდეგ, რაც პსჟ-ს საოცარ დუელში მოუგო (0:4, 6:1).

„რომა“ (იტალია) – „პორტუ“ (პორტუგალია)

ედინ ჯეკომ და მარეგამ ჯგუფურ ეტაპზე 5-5 გოლი გაიტანეს.

„პორტუმ“ 2016-2017 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოუგო „რომას“. პორტუგალიაში ფრე 1:1 დაფიქსირდა, ხოლო რომში სტუმრებმა 3:0 მოიგეს. 1981-1982 წლების სეზონში კი თასების თასზე იტალიელებმა იმარჯვეს (2:0, 0:0).

„აიაქსი“ (ჰოლანდია) – „რეალი“ (ესპანეთი)

„აიაქსმა“ „რეალი“ ბოლოს 1995-1996 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა - 2:0 („სანტიაგო ბერნაბეუზე“).

თუმცა, „რეალმა“ „აიაქსს“ ბოლო ექვსი მატჩიდან ყველა მოუგო და ბურთების ბალანსის უდიდესი სხვაობაც აქვს - 20:2. ბოლოს მათი გზები 2012-2013 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა და მადრიდელებმა ორივე თამაში 4:1 მოიგეს.

„ლივერპული“ (ინგლისი) – „ბაიერნი“ (გერმანია)

ეს გუნდები ერთმანეთს 1980-1981 წლების სეზონის ნახევარფინალში შეხვდნენ და „ლივერპულმა“ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მოიგო (0:0, 1:1). მერე კი, თასიც მოიპოვა.

ბოლო დაპირისპირება კი 2001 წლით თარიღდება. ევროპის სუპერთასზე „ლივერპულმა“ 3:2 მოიგო და ევროპის სუპერთასს დაეუფლა.

„ლივერპულს“ 8 მატჩია გერმანულ გუნდებთან არ წაუგია (6 მოგება, 2 ფრე). ბოლოს, „ჰოფენჰაიმს“ აჯობა 2:1 სტუმრად და 4:2 სახლში. გარდა ამისა, „ენფილდზე“ გერმანულ გუნდებთან არასდროს წაუგია (12 მოგება, 3 ფრე).

იურგენ კლოპმა „დორტმუნდით“ 2013 წელს „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო (1:2).

0.116544