კალათბურთი

14:08 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მაისურაძე: ვემზადებით A ლიგისთვის

ზაზა ფაჩულიას აკადემიას A ლიგაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი გაყჰავს. საინტერესო ტურნირი. და ზაზა მზად არის. როგორც ყოველთვის. გუნდის (რომელიც ძირითადად, აკადემიის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული) მთავარი მწვრთნელი იქნება ირაკლი მაისურაძე. და მაისას ბლიცი.

ირაკლი მაისურაძე: „მიმდინარეობს ინტენსიური მზადება A ლიგაში გადასასვლელად. ჩვენ გვყავს შეკრული, მონდომებული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი. ეს ბიჭები ერთმანეთს კარგად იცნობენ. დიდი ხანია, რაც ერთად ვარჯიშობენ, ბავშვობიდან ერთად მოდიან და შეთამაშების პროცესიც შედარებით სწრაფად მიდის.“

გუნდის შეკრებაზე.

ი.მ: „ვარჯიშები აგვისტოდან დავიწყეთ. ფიზიკური დატვირთვა, მენტალური მომზადება. ერთი მეორეს ავსებს და მოთამაშეც უფრო მოტივირებული აკეთებს საქმეს. გვქონდა დატვირთული მოსამზადებელი პროგრამა. ვითამაშეთ ტესტები სუპერლიგის გუნდებთან, სადაც შედეგი არ იყო მთავარი. ჩვენ უფრო კონკრეტული მოთამაშეების მოსამზადებელი დონე გვაინტერესებდა და პრინციპში, ყველაფრით კმაყოფილი ვარ.“

განწყობაზე.

ი.მ: „განწყობა საბრძოლოა. გვყავს ორი ლეგიონერი, რომლებიც მაგრად ეხმარებიან ლოკალურ კადრებს. ამერიკელი რაშონ რაითი აქტიური, აგრესიული მოთამაშეა. მონდომებული, მოტივირებული. მეორე - ბრენდონ ბილბია, რომლის მოსამზადებელი დონე ასევე მისაღებია და ორივე მზად არის ახალი გამოწვევისთვის. გვინდა, რომ ამ დროში გუნდმა გააკეთოს ის, რაც მთელ აკადემიას სურს - ჯერ A ლიგის მონაწილე გახდეს, შემდეგ კი სუპერლიგამდე ავიდეს. ამისთვის ვიბრძვით, ამაზე ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოსამზადებელი პროცესით კმაყოფილი ვარ და გუნდი მზად არის საკვალიფიკაციოსთვის.“

0.180934