ფეხბურთი

11:23 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტის" კაპიტნის დრამა: კრისტიან გენტნერს მამა სტადიონზე გარდაეცვალა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში „შტუტგარტმა“ ბერლინის „ჰერტა“ დაამარცხა (2:1) და ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან „შვაბებისთვის“ თითოეული ქულა სასიცოცხლოა.

თუმცა, შტუტგარტელთა კაპიტან კრისტიან გენტნერს საზეიმოდ საქმე არ ჰქონდა - მამა სტადიონზე გარდაეცვალა. ამის შესახებ გერმანელ ფეხბურთელს მაშინ აცნობეს, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავდა.

ჰერბერტ გენტნერი „მერსედეს ბენც არენაზე“ იმყოფებოდა და თავისი შვილის თამაშს თვალს ადევნებდა. მისი სიცოცხლე გულის შეტევით დასრულდა...

„საფეხბურთო კლუბი „შტუტგარტი“ მწუხარებას გამოთქვამს გუნდის კაპიტნის, კრისტიან გენტნერის მამის, ჰერბერტ გენტნერის გარდაცვალების გამო, რომელიც „ჰერტასთან“ ჩატარებულ მატჩში სტადიონზე გარდაიცვალა. მთელი კლუბი მხარდაჭერას და სამძიმარს უცხადებს გენტნერსა და მის ოჯახს ამ რთულ მომენტში“, - ნათქვამია გერმანული გუნდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

0.139673