ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ერთპიროვნულ ლიდერ “ბარსელონას” უმასპინძლა და 78:73 სძლია.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:38 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
სათქმელია ისიც, რომ ქართველმა ლეგიონერმა საფინალო სირენამდე მცირე ხნით ადრე სლემდანქი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“უნიკახამ” 9 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” და მადრიდის “რეალთან” ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. მალაგელები მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, ისევ შინ, სწორედ “ბასკონიასთან” გამართავს.