უკრაინის ეროვნული ნაკრების და "გენკის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ შესაძლოა კარიერა "რომაში" გააგრძელოს. როგორც Footboom-ი იუწყება, რომაული კლუბის სპორტული დირექტორი რამონ მონჩი ბელგიურ კლუბთან მოლაპარაკებას დაიწყებს და "გენკს" 12 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ჯერჯერობით ბელგიელების პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერზე უცნობია. უკრაინულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსლანის დამატება "მილანს" სურდა, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ჭორი უარყო.
მალინოვსკი "შახტარის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და "გენკმა" ერთწლიანი იჯარის შემდეგ 2017 წელს სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელა. მიმდინარე სეზონში უკრაინელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მალინოვსკიმ 29 მატჩში თავი 10-10 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი შვიდი მილიონი ევროა.