პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ "ტორინოსთან" მოგებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და აღნიშნული "იუვენტუსისთვის" იტალიის ჩემპიონატში მე-5000 აღმოჩნდა. ასევე, "ბიანკონერი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სერია A-ში ამდენი გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა.
ასევე, "იუვენტუსმა" მიმდინარე სეზონში 16 მატჩიდან 15 მოიგო და ერთი შეხვედრა ფრე დააფიქსირა. მსგავსი შედეგით კი იტალიურმა გუნდმა ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა. მსგავსი შედეგიანი თამაში "ტოტენჰემმა" (1960/61), "ბარსელონამ" (2012/13) და "მანჩესტერ სიტიმ" (2017/18) დააფიქსირეს.