კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების მეკარე კეილორ ნავასი მადრიდის "რეალში" თამაშით უკმაყოფილოა და მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას აპირებს. როგორც Diaro AS-ი იუწყება, 32 წლის მეკარეს პრემიერლიგაში თამაში სურს.
ნავასი ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის დროს ხშირად უწევდა თამაში, თუმცა ფრანგი სპეციალისტის კლუბიდან წასვლის შემდეგ და ტიბო კურტუას მოსვლის შემდეგ თამაში ხშირად არ უწევს. კოსტარიკელმა მიმდინარე სეზონში რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ნავასს "რეალთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი კლუბი შეეცდება მეკარის გადაბირებას.