ფეხბურთი

18:50 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „მწვრთნელად მუშაობა ახლა უფრო მომწონს, გართულდა და იმიტომ..“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და აღიარა, რომ ახლა მწვრთნელობით გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ოდესმე.

„დიახ, ისევ მომწონს მწვრთნელად მუშაობა. მეტად, ვიდრე ოდესმე. გართულდა და იმიტომ. რაც შეეხება წლევანდელი სეზონის დასაწყისს, ის ისეთი გამოვიდა როგორსაც ველოდი. შარშანდელი მეორე ადგილი პრემიერლიგაში ფანტასტიკური შედეგი იყო. ქომაგები ფიქრობდნდნ, რომ წლეულს უკეთ ვითამაშებდით, უკეთ კი პირველ ადგილს ნიშნავდა. მაგრამ გუნდები, რომლებიც მაშინ ჩვენს უკან იყვნენ, მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, ჩვენ კი არა.“ - უთხრა „განსაკუთრებულმა “Sky Sports-ს.

16 ტურის შემდეგ „მანჩესტერი“ პრემიერლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზეა და 16 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლივერპულს,“ რომელთანაც კვირას, 16 დეკემბერს სტუმრობა უწევს.

0.064354