კატალონიის „ბარსელონა“ ლუის სუარესის მემკვიდრის ძიებაშია. Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბლაგურანა“ 5 ფეხბურთელს აკვირდება, რომელთაც მომავალში ურუგვაელის შემცვლელად განიხილავს.
ტიმო ვერნერი („ლაიფციგი“), კრშიშტოფ პიონტეკი („ჯენოა“), კასპერ დოლბერგი („აიაქსი“), ალვარო მორატა ("ჩელსი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), ნიკოლას პეპე ("ლილი"), ანდრე სილვა ("სევილია"), ლუკა იოვიჩი („აინტრახტი“) და მაქსი გომესი („სელტა“).
ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. აღსანიშნავია, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ლუის სუარესმა თავად მოუწოდა „ბარსელონას“, რომ მისი შემცვლელის მოძებნა დაეწყო.