ლონდონის „ტოტენჰემი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელებს არ დაიმატებს. ამის შესახებ „მამლების“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა.
არგენტინელი სპეციალისტი მიიჩნევს, იანვარი ტრანსფერებისთვის იდეალური დრო არაა:
„იანვარში ფეხბურთელების შეძენა რთულია, შეხედეთ რა მოხდა წარსულში, როდესაც ტრანსფერები იანვარში განხორციელდა. თუ 100%-ით არ ხარ დარწმუნებული, რომ კონკრეტული ფეხბურთელი გამოგადგება, მაშინ უმჯობესია უარი თქვა. ამას ხშირად არ მოაქვს ეფექტი, თუმცა არა ყოველთვის“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც არ შეუძენია ფეხბურთელი და სამი თვე ისე გავიდა, რომ ერთი ტრანსფერიც არ გაუჩარხავს.