უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო გუნდში სამ-სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი "გენკი" და "ლევერკუზენი", ხოლო ორი მოთამაშე უნგრული "ვიდიდან" გამოარჩიეს.
სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ანდრეს ფერნანდესი ("ვილიარეალი")
მცველები: ლუის ნეგო ("ვიდი"), ჯოსეფ აიდოო ("გენკი"), ალექსანდარ დრაგოვიჩი ("ლევერკუზენი"), ატილა ფიოლა ("ვიდი")
ნახევარმცველები: ისმაილა სარი ("რენი"), დომინიკ კორი ("ლევერკუზენი"), სანდერ ბერგე ("გენკი"), იგორ სტასევიჩი (ბატე)
თავდამსხმელები: ლუკას ალარიო ("ლევერკუზენი"), ზინიო განო ("გენკი")