ფეხბურთი

22:20 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "გულშემატკივრებმა ორ გუნდთან წაგება აგვიკრძალეს"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გულშემატკივრები ორი მატჩის წაგებას არ აპატიებენ - „ინტერთან“ და „ტორინოსთან“. გარდა ამისა, რონალდუმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ ისვენებს და რატომ თამაშობს ყველა მატჩში 90 წუთის განმავლობაში:

„მაღაზიის გამყიდველმა მითხრა: გთხოვთ, გაიმარჯვოთ, წინააღმდგე შემთხვევაში ბებიაჩემი მოკვდება... მივხვდი, რომ ფანები ორი თამაშის წაგების უფლებას არ გვაძლევენ: „ინტერთან“ და „ტორინოსთან“. წაგება ყოველთვის ცუდია და არ მომწონს. დერბი კი ყოველთვის შესანიშნავია, უნდა მოვიგოთ.

რატომ არასდროს ვისვენებ? ჩემი მოსამზადებელი პროგრამა განსხვავებულია, ეროვნულ ნაკრებში არ წავსულვარ. მწვრთნელთან ყოველთვის მაქვს საუბარი და ჩემი კარგად ესმის.

„იანგ ბოიზთან“ წაგება? მშვიდად ვარ, რადგან გუნდის პოტენციალი კარგად ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვექნება, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა ახლა იწყება. მართალია, გოლი რომ გამეტანა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ პრობლემა არ არსებობს. „იუვენტუსი“ კარგად ემზადება და იანვარში“ უკვე გველოდება პირველი ფინალი“, - განუცხადა რონალდუმ Tuttosport-ს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირში 20 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.112242