ფეხბურთი

21:57 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე სარი გამოარჩიეს

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "რენის" შემტევი ისმაილა სარი ევროპა ლიგის მე-6 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

20 წლის აფრიკელი ფეხბურთელის დუბლის წყალობით "რენიმ" "ასტანა" 2:0 დაამარცხა, მეტოქე ერთი ქულით ჩამოიტოვა და პლეი-ოფში გავიდა. სარმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.150168