ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 14 იანვარს მადრიდის სასამართლოს წინაშე წარდგება. As-ის ინფორმაციით, გადასახადების დამალვის გამო კრიშტიანუს ორწლიანი პირობით პატიმრობა შეეფარდება.
აღსანიშნავია, რომ რონალდუმ 13.4 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა და მისი ადვოკატები სასჯელის შეცვლას 375 ათასი ევროს სანაცვლოდ ითხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შედეგად, კრიშტიანუს მართლმსაჯულების წინაშე გამოსვლა კიდევ ერთხელ მოუწევს.