ინგლისის პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად „ნიუკასლ იუნაიტედის“ თავკაცი რაფაელ ბენიტესი დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერლიგის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.
ნოემბერში „ნიუკასლმა“ სამი მატჩი ჩაატარა და სამივეში გამარჯვება მოიპოვა - „ბორნმუთთან“ (2:1), „უოტფორდთან“ (1:0) და „ბარნლისთან“ (2:1).
ამ დროისთვის „ნიუკასლი“ პრემიერლიგაში 13 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.