ვი-თი-ბი ლიგის ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის ბოლომდე მსაჯებისა და კომისრების დანიშვნები გამოაქვეყნა, სადაც ერთადერთი ქართველი ფიბა-ს მსაჯი მერაბ რატიშვილი ფიგურირებს.
ვი-თი-ბი ლიგა გახლავთ კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პრესტიჟული საეთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც ევროლიგისა და ევროთასის გუნდები მონაწილეობენ.
ამ ევროტურნირის მომსახურება ქართველთაგან ძირითადად კომისარ მერაბ რატიშვილს უწევს, რომელსაც 2019 წლამდე დარჩენილ ორიოდ კვირაში 2 თამაშზე მოუწევს მუშაობა:
16 დეკემბერი. ვი-თი-ბი ლიგის რეგულარული სეზონი. ასტანა (ყაზახეთი):
ასტანა (ყაზახეთი) – კალევი (ტალინი, ესტონეთი)
22 დეკემბერი. ვი-თი-ბი ლიგის რეგულარული სეზონი. ჟიელენა გურა (პოლონეთი):
შტელმეტ ჟიელენა გურა (პოლონეთი) – ლოკომოტივი-ყუბანი (კრასნოდარი, რუსეთი)
www.gbf.ge