კალათბურთი

11:46 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენის 50 ქულა და ნოვიცკის რეკორდი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„ჰიუსტონმა“ შინ „ლეიკერსს“ 126:111 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 36:23 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც გუნდს 50 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა შესძინა. „ლეიკერსში“ ლებრონ ჯეიმსი 29 ქულით გამოირჩა.

„ფინიქსმა“ „დალასი“ 99:89 დაამარცხა. დირკ ნოვიცკიმ მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ნოცივკი ნბა-ს ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც 21 სეზონი ერთ გუნდში ითამაშა. დირკმა სულ 6 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულა ჩააგდო. „ფინიქსში“ 30 ქულით უორენი გამოირჩა.

ჰიუსტონი“ – „ლეიკერსი“ 126:111 (29:24, 33:32, 28:32, 36:23)

https://www.youtube.com/watch?v=177Fl0Jwmgc

„სან ანტონიო“ – „კლიპერსი“ 125:87 (38:27, 28:30, 32:20, 27:10)

https://www.youtube.com/watch?v=jHBD1CA8SEc

„ორლანდო“ – „ჩიკაგო“ 97:91 (24:26, 27:20, 26:25, 20:20)

https://www.youtube.com/watch?v=GbKb8mmAu98

„ფინიქსი“ – „დალასი“ 99:89 (25:21, 25:19, 28:27, 21:22)

https://www.youtube.com/watch?v=AgcQVdnNTb0

0.135149