ფეხბურთი

9:57 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: „ბოდიში. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ წაგების შემდეგ (1:3) ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან წუხს ამ მარცხის გამო და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„მინდა „მილანის“ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ძალიან ვწუხვარ. ვფიქრობ, ჩვენს კარში საეჭვო პენალტი დანიშნეს, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.“ - განუცხდა გატუზომ A Bola-ს.

შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის გამო „მილანი“ ევროპა ლიგის პლეი ოფში ვერ მოხვდა.

0.116477