ფეხბურთი

18:50 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯუზეპე მაროტა "ინტერში" იმუშავებს

მილანის „ინტერის“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს - ჯუზეპე მაროტა. აღნიშნულ ინფორმაციას „ნერაძურის“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

მაროტამ „ინტერში“ დანიშვნის შემდეგ პირველი ოფიციალური კომენტარიც გააკეთა:

„დღეიდან მე ვიქნები დიდი „ინტერის“ ნაწილი და ეს ჩემთვის დიდი სიამაყის საფუძველია. მექნება ისეთი დელიკატური როლი, როგორი აღმასრულებელი დირექტორია. ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს არ მაშნებს. იწყება ახალი გზა, რომელიც წარმატებული უნდა გამოდგეს“, - თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა „ინტერის“ მთავარ კონკურენტ „იუვენტუსში“ 2010-2018 წლებში მუშაობდა და ამ გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. სწორედ მაროტას სახელს უკავშირდება არაერთი ტრანსფერი, რომელმაც „იუვეს“ აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა, ტურინული გუნდიდან ბეპე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაითხოვეს.

ახლა მაროტას წინაშე ახალი გამოწვევაა - მილანის „ინტერისთვის“ ძველი დიდების დაბრუნება.

0.129318