ჩოგბურთი

17:05 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ნახევარფინალშია

20 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

დღეს გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბოლქვაძე მე-4 ნომრად განთესილ ლატვიელ დიანა მარცინკევიჩას გაეჯიბრა და იოლად იმარჯვა – 6:2, 6:1.
მარიამი ფინალის საგზურისთვის უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ ჩინელ ჯია-ჯინ ლუს გაეჯიბრება.
მე-2 ნახევარფინალში პოლონელი კატარჟინა კავა და რუსი ვალერია სავინიხი ითამაშებენ.

0.126354