ფეხბურთი

12:56 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

The Guardian: „მანჩესტერს“ და „რეალს“ პოჩეტინოს გადაბირება სურთ

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, სეზონის დამთავრების შემდეგ, შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეიცვალოს. - წერს ინგლისური The Guardian.

არგენტინელი სპეციალისტის საკუთარ ბანაკაში ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალს“ სურთ. ამ კლუბების ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან დღევანდელი ვითარებით და გამოსავალს „ტოტენჰემის“ დამრიგებლის გადაბირებაში ხედავენ.

პოჩეტინოს „ტოტენჰემში“ დარჩენის მიზეზი შეიძლება მისი ხუთწლიანი კონტრაქტი გახდეს, რომელიც სპეციალისტს „დეზებთან“ აკავშირებს.

0.114385