ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დამთავრდა და ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: „ახლა ტურნირის შესანიშნავი ეტაპი იწყება და დარწმუნებული ვარ, მზად შევხვდებით მას.
თავს მშვიდად ვგრძნობ, იმიტომ, რომ კარგად ვიცი გუნდის და საკუთარი შესაძლებლობებიც. რაც შეეხება „იანგ ბოიზთან“ მატჩს (1:2), რამდენჯერმე შემეძლო გატანა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ.“ - განუცხდა კრიშტიანუმ FourFourTwo-ს.
შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში გავიდნენ: „ატლეტიკო,“ „დორტმუნდი,“ „ბარსელონა,“ „ტოტენჰემი,“ „პარი სენ-ჟერმენი,“ „ლივერპული,“ „პორტუ,“ „შალკე,“ „ბაიერნი,“ „აიაქსი,“ „მანჩესტერ სიტი,“ „ლიონი,“ „რეალი,“ „რომა,“ „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი.“